მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფიცირებულებს შორის მედიკოსებიც არიან“ - ნონა ეფაძე

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე
1600414369
COVID-19

აჭარაში კოვიდინფიცირების შემთხვევათა უმეტესი წილი უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.

როგორც ეფაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს და დამატებით საწოლებია მობილიზებული.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 4000-ზე მეტი PCR ტესტი. აქედან 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი. კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარეობს ყველა შემთხვევის ირგვლივ.

ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, გამართულია ჯანდაცვის ქსელი, მობილიზებულია დამატებითი საწოლები, ყველა პირს ვისაც გამოუვლინდება სიმპტომი მათთან ხდება დაკავშირება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდსასტუმროდან გაეწერა 26 გამოჯანმრთელებული, ხოლო კლინიკდან გაეწერა 3 პირი. დღეს ველოდებით კიდევ დამატებით გაწერას,

შემთხვევათა უმეტესი წილი უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია. ყველა შემთხვევის მიდევნება ხდება, ინფიცირებულებს შორის მედიკოსებიც არიან“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 129 აჭარაში დადასტურდა.