მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფიცირებული ექიმები და პედაგოგები - ეპიდვითარება სამცხე-ჯავახეთში

ახალციხე რაბათი
1603107713
COVID-19

სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოვლენილი შვიდი ახალი ინფიცირებული ოთხ მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხი შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში, თითო-თითო კი ადიგენის, ნინოწმინდის და ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. შვიდი ინფიცირებულიდან ოთხი სამედიცინო პერსონალია, ორი პედაგოგი, ერთი კი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი.

100 პირიდან 30 უკვე გამოჯანმრთელდა, დაახლოებით, ამდენივე მკურნალობას სახლში აგრძელებს, დანარჩენი პაციენტები კი კოვიდკლინიკებში არიან გადაყვანილი.

ამ დროისთვის, რეგიონში თვითიზოლაციაში 413 პიროვნება იმყოფება. რაც შეეხება კარანტინს - იზოლირებულ სივრცეებში 582 პირია მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8338 გამოჯანმრთელებულია, 143 გარდაცვლილი.