მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა “ - მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია პირბადით
1600413516
COVID-19

დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში ჯამურად 1657 პაციენტი მკურნალობს.

„პაციენტებიდან 11 გახლავთ კრიტიკულად მძიმე, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას ტრადიციულად გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, თუ საზოგადოება რეგულაციებს შეასრულებს, მიღებული მონაცემები დასტაბილურდება და შესუსტდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.