მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფორმაცია აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილების შესახებ

პაციენტი პალატაში
1602574367
COVID-19

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა: 4 რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1 ბათუმის სამედიცინო ცენტრში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსით გარდაიცვალა 70 წლის კაცი. ინფექციასთან ერთად მისი დიაგნოზი იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა.

აჭარაში კორონავირუსით 78 წლის ქალია გარდაცვლილი. კორონავირუსთან ერთად მისი დიაგნოზი იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2, აორტო კორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება.

კორონავირუსით 57 წლის კაცია გარდაცვლილი, დიაგნოზი: კორონავირუსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია.

73 წლის კაცს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, კორონავირუსთან ერთად ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

კორონავირუსით გარდაცვლილი 68 წლის ქალის დიაგნოზი კორონავირუსთან ერთად იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 248 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.