მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფორმაცია კორონავირუსით გარდაცვლილი 23 ადამიანის შესახებ

რუსები კორონავირუსის ვაქცინას ჯარისკაცებზე გამოცდიან
1603784918
COVID-19

დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, გარდაცვლილები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ.

❗ თბილისში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა

❗ აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

❗ იმერეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა

❗ შიდა ქართლში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა

❗ მცხეთაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

აგრეთვე მისი თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231.

„3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 958, აჭარაში - 654; მძიმე პაციენტი - 482, მათ შორის, თბილისში - 238, აჭარაში - 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 105 პირი - მათ შორის, თბილისში - 61, აჭარაში - 23. 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 - აჭარაში, ხოლო 786 - თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 752, აჭარაში-1 926

სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 8 918 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისში - 3 224 პირი, აჭარაში - 11 017, იმერეთში - 4 195.

ეს გახლავთ ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დღეის მდგომარეობით ასახავს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

🔴 შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.