მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო

კორონავირუსზე ტესტირება
1586453474
COVID-19

ირანში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფექციით 117 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1634 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთლებულებს, მათი საერთო რიცხვი 32 ათასზე მეტია.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდ-19 გასული წლის დეკემბერში პირველად ჩინეთის პროვინცია უხანში დაფიქსირდა. ვირუსმა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.