მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელი საერთაშორისო ფრენებს დროებით აჩერებს

ისრაელი საერთაშორისო ფრენებს დროებით წყვეტს
1611554921
COVID-19

ისრაელი, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბენ გურიონის აეროპორტს სრულად ხურავს  იანვრის ბოლომდე, -  ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა ძალაში 26 იანვარს შევა და 31 იანვრამდე იმოქმედებს.

„ყველა უცხოურ თვითმფრინავს ეკრძალება ისრაელის ცაზე შესვლა ან ბენ გურიონის აეროპორტში დაშვება. გამონაკლისები გაკეთდება სატვირთო თვითმფრინავების, საგანგებო სიტუაციების თვითმფრინავებისთვის“, - აღნიშნულია მინისტრთა მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აღნიშნული ზომა „ჰერმეტულად“ დალუქავს ცას.

„ჩვენ ჰერმეტულად ვხურავთ ქვეყანას. მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ ერთი მილიონი მოქალაქე გაივლის ვაქცინაციას“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეული შეხვედრის დაწყებისას.

თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს დახურვას თვის ბოლომდე.

ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის კიდევ ხუთი შემთხვევა იქნა აღმოჩენილი.

სამინისტროს თქმით, ისრაელში დაფიქსირებულია ახალი შტამის 27 შემთხვევა.