მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელმა საქართველოს შესაძლოა ვაქცინა უფასოდ მისცეს

ისრაელის მთავრობა საქართველოსთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს
1615458497
COVID-19

საქართველოს მთავრობა ვაქცინის მოწოდების შესახებ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მწარმოებლებთან და პარტნიორ ქვეყნებთან აწარმოებს, რომელთა შორისაც არის ინდოეთი, კორეა და ისრაელი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ისრაელიდან საქართველოში შესაძლოა დონაცია მოხდეს.

„ჩვენ გვაქვს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, შესაბამისად უფლება არ გვაქვს სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა შეგვიძლია გითხრათ, რომ სხვადასხვა მწარმოებელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის AstraZeneca-ს სხვადასხვა მწარმოებელი, როგორც ინდოეთი, ასევე, კორეა. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ აგრეთვე Modenra-სთან და Johnson & Johnson-თან.

„კოვაქს“ პლატფორმასთან, ასევე, გვაქვს მოლაპარაკებები შემდეგი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან, მოლაპარაკებები, კერძოდ, ისრაელთან, რომელთანაც ჩვენ ვსაუბრობთ Pfizer-ისა და Moderna-ს შესახებ, საიდანაც შესაძლებელია შეძენა და ასევე, შეიძლება მოხდეს დონაცია ისრაელის მთავრობის მიერ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვა.

საქართველო პირველად AstraZenaca-ს ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ვაქცინაციის განაწილების გეგმა გაწერილია - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო პირველად AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს

13 მარტიდან საქართველოში ვაქცინა შემოვა