მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში COVID 19-ით გამოწვეული დღიური სიკვდილიანობა ორთვიან მინიმუმზეა

კორონა იტალია
1589741931
COVID-19

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 675 ადამიანს დაუდგინდა, რაც 4 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ორთვიან მინიმუმზეა გარცავლილთა დღიური რაოდენობაც. 1 დღეში 145 გარდაცვლილი 9 მარტის შემდეგ აღარ ყოფილა.

იტალიაში კოვიდინფიცირებლების ჯამური რაოდენობა 17 მაისის მონაცემებით 225 435-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მე-6 ადგილზე იმყოფება. ვირუსს ოფიციალური მონაცემებით 31 908 ადამიანი ემსხვერპლა რაც აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 14.2%-ს შეადგენს, რაც მართალია მსოფლიო საშუალოს 2.2-ჯერ აღემატება, მაგრამ ჩამორჩება საფრანგეთისა და ბელგიის მაჩვენებლებს.

შენგენის ზონის ქვეყნებისთვის იტალია საზრებს 3 ივნისიდან ხსნის.