მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ტესტი
1585164635
COVID-19

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი კვლავ მზარდია.

ამ დროისთვის, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 5210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაავადებულია 74 ათასზე მეტი ადამიანი.

საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობა 7503 შეადგენს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიო მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულია 460 ათასზე მეტი ადამიანი.