მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17 000-ს გადააჭარბა

კორონავირუსი იტალია
1586277501
COVID-19

იტალიაში ბოლო 24 საათში COVID 19-ით ინფიცირების 3039 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 13 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა კვლავ მაღალი რჩება ლეტალური შემთხვევების რაოდენობა. მსხვერპლმა უკვე 17 000-ს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 604 ადამიანი დაიღუპა და COVID 19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 17 127-ს მიაღწია. კვლავ ძალიან მაღალი რჩება სიკდილიანობის კოეფიციენტი და ის 12.6%-ს აღემატება.

7 აპრილის მდგომარეობით იტალიაში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირის 135 586 შემთხვევაა აღრიცხული და ამ მხრივ აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.