მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსი, 2020
1585510012
COVID-19

ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვალების 756 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ახალი შემთხვევების რიცხვი 5217-ს შეადგენს.

საერთო ჯამში იტალიაში COVID-19-ს 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ვირუსის დაფიქსირებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი კვლავ მზარდია.