მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევათა რაოდენობა განახევრდა

კორონა იტალია
1586968841
COVID-19

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. 15 აპრილს დაავადებულთა რაოდენობა სულ 2667-ით გაიზარდა რაც 13 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ინფიცირების შემთხვევათა კლების მიუხედავად კვლავ მაღალი რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID 19-ით სულ 578 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლის რიცხვმა 21 645-ს მიაღწია. სიკვდილიანობის კოეფიიენტმა უკვე 13%-საც გადააჭარბა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით - 165 155 იტალია შეერთებული შტატებისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა, გარდაცვლილთა რაოდენობით კი მეორეზე იმავე აშშ-ის შემდეგ.