იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 712 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 8 215-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით 80 589 ადამიანია ინფიცირებული, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 6 203 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსი მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ვირუსით ინფიცირებულია 520 395, ხოლო გარდაცვლილია 23 593 ადამიანი.