მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იუსტიციის სახლის უკან კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდება

NCDC-ის დირექტორი
1600782720
COVID-19

იუსტიციის სახლის უკან შესაბამისი სივრცეა მოწყობილი, სადაც 22 და 23 სექტემბერს კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გვინდა, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობა გავზომოთ. იუსტიციის სახლის უკან მოწყობილია შესაბამისი სივრცე. დღეს და ხვალ იქ ნიმუშის ამღებები იქნებიან, ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ, აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს პასუხი გექნებათ. ეს კვლევები საშუალებაა იმის, რომ პულსზე ხელი გვეჭიროს, რა ხდება ქვეყანაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 გამოჯანმრთელდა, 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

როგორც PIA.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ტესტირება ახლა უკვე მიმდინარეობს. დღეს და ხვალ ის 20:00 საათამდე გაგრძელდება. კორონავირუსზე ტესტირება უფასოა.