მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე ჩხაიძე: „სინოფარმს“ აქვს ევროპის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია - ესაა უნგრეთი

ივანე ჩხაიძე
1620128645
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა ემყარება იმ ტრადიციულ მეთოდოლოგიას, რომელიც ინაქტივირებული მკვდარი ვირუსის ბაზაზეა შექმნილი.

„ქვეყანაში არჩევანი ნამდვილად არ არის და მეორე მხრივ აქცენტის გაკეთება მხოლოდ ჯანმო-ს ავტორიზაციაზე არ მგონია, რომ სწორი იყოს. დღეისათვის 13 ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და აქედან ავტორიზაცია მხოლოდ 3-ს აქვს. შესაბამისად ქვეყნების უმრავლესობა იყენებს იმ ვაქცინას, რომელიც ავტორიზებულია სხვადასხვა სტრუქტურების მიერ.

„სინოფარმს“ აქვს ევროპის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია - ესაა უნგრეთი. იგი ევროპის ბევრ ქვეყანაში 10 მილიონ დოზაზე მეტი გამოიყენება.

ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება. ორივე ეს კომპონენტი, რაც ჯანმოს მიერ არის დადასტურებული არის ის, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობა აღემატება 50%-ს ესაა მინიმალური მოთხოვნა.

„სინოფარმის“ უსაფრთხოება ძირითადად გამოიხატება ლოკალური გვერდითი მოვლენების არსებობის სახით, ესაა მტკივნეულობა, შეწითლება შეშუპება ინიექციის ადგილას, ასევე ის სისტემური მოვლენები, რომელიც 3 დღის განმავლობაში თავისით გაქრება.

შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას, ვაქცინა მივიჩნიოთ ეფექტურად და უსაფრთხოდ, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება საჭირო იქნება, როგორიცაა „სინოფარმი“, „Pfizer-ი“, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა იმუნიზაციის პროცესში.

დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სხვადასხვა ტექნოლოგიებით არის დამზადებული. მაგალითად, „სინოფარმის“ ვაქცინა ემყარება იმ ტრადიციულ მეთოდოლოგიას, რომელიც ინაქტივირებული მკვდარი ვირუსის ბაზაზეა შექმნილი, რომლის ერთადერთი ამოცანა გახლავთ იმუნიტეტის შექმნა, ანტისხეულების გამომუშავება ადამიანის ორგანიზმში.

ეს არის ზუსტად ისეთი, როგორიც გრიპის ვირუსის ვაქცინა რომელსაც 10 წელზე მეტია ვიყენებთ საქართველოში. შესაბამისად, დამზადების ტექნოლოგიებიდან გამომდინარე გვერდითი მოვლენებიც ცნობილია და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა მძიმე შემთხვევა“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ 17 613 მოქალაქე დარეგისტრირდა.

4 მაისს, „სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება. ხოლო 5 მაისიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

✅ივანე ჩხაიძე: თბილისი იქნება უსაფრთხო და ისე მოგვიწევს ჩვენი რეგიონების განხილვა, როგორც ახლა ინდოეთს განვიხილავთ

✅ივანე ჩხაიძე: არ ველოდებით ჯანმოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ

✅ზაზა წერეთელი: შევძლებთ თუ არა ევროპაში მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინით ავიცრებით?