მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე ჩხაიძე: შესაძლოა ინდური შტამი 2-3 თვის შემდეგ დომინანტური გახდეს

„სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად“
1624264497
COVID-19

ინდური შტამი 2-3 თვის შემდეგ შეიძლება გახდეს დომინანტური და მთლიანად ჩაანაცვლოს ბრიტანული შტამი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში იქნება 6 სხვადასხვა ვაქცინა. მათი რაოდენობა დოზების 3 მილიონ ოთხასი ათასია წინასწარი ინფორმაციით. მასობრივი იმუნიზაციის კამპანია ერთ-ერთი ნაბიჯია იმ შედეგის მისაღწევად, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში 1 600 000 ადამიანის ვაქცინაციას. მასობრივი ვაქცინაციისათვის მზადება არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ორჯერ აცრილთა სტატისტიკა არსებობს.

„რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული. საქართველოში ეს მაჩვენებელი შეადგენს 0,2%-ს. რაც ნიშნავს, რომ 1000 ადამიანიდან, რომლებმაც ორჯერ ჩაიტარეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლებელია ორს დაემართოს კორონავირუსი.

1000-დან ორი არის ძალიან მცირე მაჩვენებელი. როგორც წესი, ამ პაციენტებს არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და დაავადება იმდენად მსუბუქია, რომ შესაძლებელია სახლის პირობებშიც გადაიტანონ. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ. ერთჯერადად ჩატარებული ვაქცინაცია არ იძლევა მნიშვნელოვან დაცვას “, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, საქართველოში შემოსულ 4 და შემოსავლელ 2 ვაქცინას ყველას აქვს 70%-იანი ეფექტურობა, თუმცა ყველა ვაქცინა ეფექტურია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში, 1-ელ ივნისს სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „განიხილება ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმება“

👉 რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება]

👉 საქართველოში ინდური შტამი სულ 20 პირს დაუდასტურდა