მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაბა ჯიშკარიანი: კომუნიკაცია მქონდა ყველა მეგობართან და თანაპარტიელთან, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა

ინფიცირებული პოლიტიკოსი
1600589327
COVID-19

პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ პოლიტიკური საბჭოს ინფიცირებული წევრის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის თანაგუნდელს ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ტემპერატურა არ აღენიშნება და მხოლოდ თავის მსუბუქი ტკივილები აქვს.

ჯაბა ჯიშკარიანის განმარტებით, მისი კონტაქტების წრე პატარაა.

„ახლა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ბოქსირებულ პალატაში ვარ. დღეს ისევ ამიღეს ანალიზები . გამიკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია, ველოდები პასუხებს. მქონდა ყველა ჩემს მეგობართან და თანაპარტიელთან კომუნიკაცია, ვისაც დაუდასტურდა COVID-19.

ეს არის დაახლოებით 5 ადამიანი - ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ვინც არიან ჩვენები. არავისთან კომუნიკაცია არ მქონია. ლევანის რომ დაუდასტურდა COVID- 19, იმ წუთიდან თვითიზოლაციაში ვიმყოფები“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა „რუსთავი 2“-თან.

ინფორმაციისთვის, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ 3 წევრს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, რომელთა შორის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც არის.

ლიდერების ინფიცირების გამო, პარტიას წინასაარჩევნო კამპანიაში პაუზა აქვს აღებული.