მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რემდესივირი“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში გვექნება - ჯანდაცვის მინისტრი

ტიკარაძე სხდომაზე
1606729562
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო პრეპარატ „რემდესივირის“ მწარმოებელთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება. 

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების პროტოკოლში შესაბამისი ცვლილება შევა.

„იცით, რომ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან იყო გარკვეული რეკომენდაციები, როგორ უნდა შეგვეტანა „რემდესივირი“ მკურნალობის პროტოკოლში.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და გაფორმებიდან ორ კვირაში „რემდესივირი“ იქნება ადგილზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან თენგიზ ცერცვაძესთან ერთად, შედგება ახალი პროტოკოლი, თუ რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული აღნიშნული პრეპარატი, რის შემდეგაც მედიკამენტი უკვე მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 135 584, გამოჯანმრთელებულია 113 986 და გარდაცვლილია 1 267 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 1 038 პირი მძიმე მდგომარეობაშია

👉 ეკატერინე ტიკარაძე: საავადმყოფოებში ჟანგბადის პრობლემა გადაჭრილია

👉 რა პროტოკოლით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს? - ამირან გამყრელიძის განმარტება