ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ლაგოდეხში 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ დღეს ლაგოდეხში კოვიდდადასტურებული მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ მამაკაცი შესაბამის სამედიცინო მკურნალობას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ გადიოდა. ზემოაღნიშნული კლინიკა გახლავთ კოვიდ 19-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 71 წლის მამაკაცს, გარდა კოვიდ 19-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა.
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, მისი ნიკა მელიას მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
იაგო ხვიჩიამ არ თქვა, თუ რაზე ისაუბრა ნიკა მელიასთან, თუმცა ახსნა მიზეზები თუ რის გამოც აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტზე ისაუბრა, სადაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შესული ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დააყრა გააპროტესტა, რასაც ენმ-ს რამდენიმე წევრის პროტესტი მოჰყვა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია არის ძალიან კარგი გამოვლინება და მაგალითი იმისა, რომ საქართველომ ძალიან სერიოზულად, მნიშვნელოვნად გაიმყარა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის“,- ასე აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი. თამარ ტალიაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც დელეგაციასთან ერთად, ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
„გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი პოლიტპატიმრების თემას გამოეხმაურა.
ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს, საქართველოს დელეგაციამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მოსახლეობას ეკრძალება ხელნაკეთი პირბადის ტარება, ნათქვამია, რომ ისინი COVID-19 ახალი შტამისგან საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფენ . ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბრეიკ-დანსის სექცია გაიხსნება, სადაც 7 წელზე უფროსი ბავშვების მიღება იწყება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.