მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო ახალგაზრდებს აფრთხილებს

ტედროს ადამოს გებრეიესუსი ტრამპის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტაზე ტრამპს პასუხობს.
1596138066
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ახალგაზრდებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, ახალგაზრდები პანდემიას სიფრთხილით აღარ ეკიდებიან.

„ჩვენ ეს ადრეც ვთქვით და ახლაც ვიტყვით, ახალგაზრდები არ არიან უძლეველები“,- აღნიშნა გებრეიესუსმა.

ჯანმო-ს ეპიდემიოლოგიის პირველი წარმომადგენელი მარია ვან კერქოვე აცხადებს, რომ ღამის კლუბები ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობენ.