მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: ბოლო ორი დღეა, ინფიცირების 200 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დასტურდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა
1594014533
COVID-19

უკანასნელი ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200 000-ს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდინფიცირების 203 836 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

COVID-19–ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 11 563 243 შეადგინა. გარდაცვლილია 536 877 ადამიანი.