მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: COVID–19-ით 6-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სეზონური გრიპით

ადამიანი საკაცეზე
1596526034
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის განცხადებით, COVID-19– ით გარდაცვალების მაჩვენებელი შეფასებული 0,6%–ია, ხოლო სეზონური გრიპის იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 0,1%.

აღნიშნული განცხადება WHO–ს გენერალური დირექტორის მოადგილემ სუმი სვამინატანმა ონალინ კონფერენციაზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანმო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სვინინატანმა აღნიშნა, რომ კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ექვსჯერ მეტია, ვიდრე გრიპისგან.

ინფიცირებული 200 ადამიანიდან შეიძლება ერთი ადამიანი დაიღუპოს, დასძინა ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკლ რაიანმა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 18.4 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 700 000-მდე ადამიანი.