მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო ევროპას პანდემიის მეორე ტალღის შესახებ აფრთხილებს

კორონავირუსის ლეტალური შემთხვევა
1589527731
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს შემოდგომაზე კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღისთვის მოემზადონ. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს ლკიუგმა გააკეთა.

მან ევროპის ქვეყნებს შეზღუდვების მოხსნის პროცესში სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შემთხვევების რაოდენობის კლება პანდემიის სწრაფ დასასრულს არ ნიშნავს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შემოდგომაზე წითელასა და გრიპის ვირუსის გააქტიურების საფრთხესაც აღნიშნავს.

კორონავირუსი მსოფლიოს 213 ქვეყანაში აგავრცელებული. დადასტურებულია ინფიცირების 4,5 მლნ-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვლილია 303 000-ზე მეტი ადამიანი.