მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: ევროპას ურთულესი 6 თვე ელის

კორონავირუსი მსოფლიოში
1605855093
COVID-19

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ევროპას აფრთხილებს, რომ წინ 6 თვის მკაცრი პანდემია ელის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრად რჩება და ასე გაგრძელდება მომავალი 6 თვე.

როგორც გამოცემა იუწყება ჯანმოს ევროპის დირექტორმა ჰანს კლაუგემ აღნიშნა, რომ გასულ კვირას კონტინენტზე Covid 19-ით გარდაცვალების 29,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯერჯერობით კი ახალი შემთხვევები იკლებს შეზღუდვების ხარჯზე.

„ევროპაში გლობალური შემთხვევების 28% და სიკვდილიანობის 26% მოდის.

ევროპა კიდევ ერთხელ არის პანდემიის ეპიცენტრი, შეერთებულ შტატებთან ერთად. ბოლო მონაცემებით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება კორონავირუსით“, - აღნიშნა ექიმმა კლაუგემ.

აგრეთვე ექიმის თქმით, საბოლოოდ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება, მაგრამ მომავალი 6 თვე ძალიან რთული იქნება.

„ვაქცინების შემუშავება კი პანდემიის კონტროლის იმედს აჩენს“, - დასძენს ექიმი.

🔺 COVID 19 პანდემიან მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 Pfizer და BioNTech: ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, ეს საბოლოო ანალიზია

👉 პირის ღრუს გამორეცხვას შეუძლია COVID-19 30 წამში მოკლას