მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო გარდაცვლილ ექთანზე: ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე

სომია სვამინათანი
1616477968
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 27 წლის ექთნის გარდაცვალების შესახებ ისაუბრეს.

ჯანმოს წარმომადგენლების განმარტებით, კოვიდის პრევენციის სარგებელი ბევრად აღემატება ვაქცინის რისკს.

ერთ-ერთი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც შესაბამისად აღჭურვილია.

„გვესმის, რომ ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე და ეს დაფიქსირდა სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც. ასეთი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად მითითებაა, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინაცია კეთდება ისეთ ვითარებაში, სადაც მედპერსონალია წარმოდგენილი, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც საჭიროა იმ ადამიანის სამკურნალოდ, რომელსაც განუვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი.

ჩვეულებრივ, ამის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია.

მეორე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ყველას ვინც ვაქცინას მიიღებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ წინა ანაფილაქსიის ისტორია.

ვფიქრობ მნიშვნელოვანია, შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ ზემოქმედების მინიმალიზებას სიფრთხილის გამოჩენით" - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუმია სვამინათანი.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაიონული ამბულატორიების ნაცვლად, მრავალპროფილური კლინიკების დონეზე გაგრძელდება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„მეგი ბაქრაძის საქმეზე რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკლვლევით დარღვევა ვერ დაადგინა“ - ჯანდაცვის მინისტრი

✔️„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი

✔️„თუ უარს ვიტყვით ვაქცინაზე, გარდაუვალია შემთხვევების მატება, რასაც მოჰყვება სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ - თენგიზ ცერცვაძე