მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: კარანტინი კორონავირუსს სრულად ვერ შეაჩერებს

ჯანმო-ს დირექტორი
1595275911
COVID-19

„მხოლოდ ქვეყნების მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები კორონავირუსს სრულად ვერ შეაჩერებს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორმა ტედროს ადან გებრიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინო ზომები მხოლოდ ინფექციის გადაცემის შენელებას უწყობს ხელს.

ჯანმო-ს ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია კონტაქტებისთვის თვალყურის დევნება, გამოვლენა და იზოლაცია.

„ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ეპიდემიის კონტროლს, თუ მან არ იცის სად არის ვირუსი”, - აღნიშნა გებრიუსმა.

როგორც მან აღნიშნა, მობილური აპლიკაციები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფიცირებულების იდენტიფიცირებაში, თუმცა ეპიდემიოლოგების კარდაკარ ვიზიტებსა და მათ კვლევებს ვერაფერი ჩაანაცვლებს.

„თითოიეულ ქვეყანაში აუცილებელია კონტაქტების კვალისთვის გაყოლა, ნებისმიერ სიტუაციაში. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ინდივიდუალურ შემთხვევებისგან ვირუსის ფართო მასშტაბით გავრცელებას”, - შეაჯამა WHO-ს ხელმძღვანელმა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 14 774 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 611 000-მდე ადამიანი.