მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: კორონავირუსის აღმოფხვრა ძნელი იქნება

კორონავირუსის ახალი შტამი
1611607840
COVID-19

„ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ესა თუ ის დაავადება გახდეს ენდემური, სისტემური. ჩვენ ასეთი მაგალითები ნანახი გვაქვს“, - ამის შესახებ ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, კორონავირუსს ბუნებიდან გამომდინარე მისი აღმოფხვრა ძნელი იქნება.

„კერძოდ, კორონავირუსი არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ვაქცინაზე წვდომა ამჟამად არაოპტიმალურია და ეს სიტუაცია გაგრძელდება უახლოეს მომავალში. ამიტომ, გადაცემა გაგრძელდება. წელს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შევამციროთ სიკვდილიანობა და დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. ამასთან, ვირუსი კიდევ დიდხანს გააგრძელებს გადაცემას, თუ ვერ უზრუნველვყოფთ ვაქცინაციის ფართო დაფარვას“, - აღნიშნა მაიკლ რაიანმა.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“ - NDI კორონავირუსის მიმართ მოსახლეობის მოლოდინებს აღწერს

როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

„41%-იც რომ აიცრას პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა“ - თამარ გაბუნია