მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: კორონავირუსის მეორე ტალღა დამანგრეველი იქნება

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1591176212
COVID-19

"არსებობს COVID-19-ის მეორე ტალღის აშკარა საფრთხე და თუ ვირუსის შეკავება ვერ მოხდება, ის დამანგრეველი იქნება",- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით სავარაუდოა, რომ მეორე ტალღა გარდაუვალი არ არის, თუმცა საზღვრებს უფროდაუფრო მეტი სახელმწიფო ხსნის, რაც რეალურ საფრთხეს ქმნის.

"დღეს ჩვენ საქმე იმაზე უკეთესად არ გვაქვს, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ვაქცინა ან მედიკამენტი COVID–19-ის სამკურნალოდ",- აღნიშნა კლიუგემ.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების 6 469 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 382 809 ადამიანი.