მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ახალ განცხადებას აკეთებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
1596477478
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთთან კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისი განცხადება WHO-ს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური იტყობინება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარმა გუნდმა, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა, დაასრულა მისია და საფუძველი ჩაუყარა ვირუსის წარმოშობის დასადგენად შემდგომი თანამშრომლობის მცდელობებს. შედეგად, ჯანმო-მ და ჩინელმა ექსპერტებმა, სასწავლო და სამუშაო პროგრამის შესახებ, საერთაშორისო ჯგუფისთვის მოხსენების პროექტის პირობები შეიმუშავეს“,- აღნიშნავს ჯანმო-ს დირექტორი.

მისივე თქმით, მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფში ჩინელი და სხვადასხვა ეროვნების მკვლევარები გაერთიანდებიან. კვლევა ქალაქ უჰანში დაიწყება, სადაც კორონავირუსი პირველად გამოჩნდა. მეცნიერებმა ინფიცირების პირველ შემთხვევებში ინფექციის პოტენციური წყარო უნდა დაადგინონ.

კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა.

მსოფლიოს მასშტაბით კოვიდინფიცირების 18 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 693 000-ზე მეტი პაციენტი.