მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ახალ განცხადებას აკეთებს

კოვიდის ვაქცინა
1594825354
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი სპეციალისტის კეტრინ სმოლვუდის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცებას უახლოეს ხანებში არ უნდა ველოდოთ.

მისი თქმით, პირველ რიგში, საჭირო იქნება იმის დადასტურება, რომ ვაქცინა საშიში არ არის ადამიანისთვის და ნამდვილად ეფექტურია.

„მთელი მსოფლიო ერთად მუშაობს იმისთვის, რომ COVID-19– ის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნას. მეცნიერების საერთაშორისო გუნდი ჯანმო – სთან აქტიურად თანამშომლობს, რათა შეიქმნას ვაქცინა, რომელიც ეფექტური და უსაფრთხო იქნება მოსახლეობაში გამოსაყენებლად“,- აღნიშნა კეტრინ სმოლვუდმა.

როგორც ჯანმო-ს სპეციალისტმა განაცხადა, მსოფლიოს მასშტაბით, ვაქცინის 100-ზე მეტი ნიმუშიდან კლინიკურ კვლევებს ამჟამად 15-20 გადის.