მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო-მ ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა აღრიცხა

საავადმყოფო
1592807042
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 183 000-ზე მეტი შემთხვევა დაარეგისტრირა. ეს რიცხვი პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეკორდული მაჩვენებელია.

აღნიშნული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ბრაზილიაში დაფიქსირდა (55 000), შემდეგ აშშ-ში (37 000) და ინდოეთში (15 000). ერთ დღეში გარდაცვალების რიცხვმა 4 700 შეადგინა.

ბოლოს ინფიცირების ამგვარი მაღალი მაჩვენებელი 18 ივნისს დაფიქსირდა, როცა ჯანმო-მ 181 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღრიცხა.

ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების რიცხვით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკაა (2 356 715 შემთხვევა), შემდეგ ბრაზილია (1 086 990) და მესამე ადგილზეა რუსეთი (584 680).

მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 9 000 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 470 000-ზე მეტი ადამიანი.