მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო-მ ყველაზე რთული ეპიდვითარების მქონე ქვეყნები დაასახელა

კორონავირუსი მსოფლიოში
1595776266
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მსოფლიოში კოროვირუსის გავრცელების მხრივ სიტუაცია დაძაბული რჩება. ამის შესახებ BBC იტყობინება.

„განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა ინდოეთში, სადაც უკვე ინფიცირების 1.3 მლნ-ზე შემთხვევაა, რომელთაგან 100 000 მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები ასევე შეშფოთებული არიან სიტუაციით შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში, სადაც პანდემია ჯერ კიდევ არ შესუსტებულია.

პანდემია სულ უფრო და უფრო მატულობს აფრიკის ქვეყნებში. ყველაზე რთული ვითარება სამხრეთ აფრიკაშია, სადაც ინფიცირების 420 000-ზე მეტი შემთხვევაა“,-აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

ჯანმო-ს მონაცემებით, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ეპიდემიის გავრცელების დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსით მედიცინის დაახლოებით 10 000 მუშაკი ინფიცირდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება ასევე სამხრეთ კორეასა და იაპონიაშიც.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიიცრების 16,2 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 649 000-ზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.