მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა

ტედროს ადამოს გებრეიესუსი ტრამპის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტაზე ტრამპს პასუხობს.
1596307955
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 3 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ჯანმო-ს მუმდივმოქმედმა კომიტეტმა განაცხადა.

კომიტეტი ერთხმად დაეთანხმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივებას. შემდეგ კი აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმო-ს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა დაამტკიცა.

კომიტეტის სხდომა აღნიშნულ საკითხზე, სამი თვის შემდეგ, კვლავ შეიკრიბება.

ჯანმო-ს მუქმივმოქმედი კომიტეტის მეოთხე საგანგებო შეხვედრა 31 ივლისს გაიმართა. მასში 18 ექსპერტი და 13 კონსულტანტი მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანია მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები შეფასდეს და ინფექციის გავრცელებისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ორგანიზაციის რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს.