მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება

განცხადებას ავრცელებს
1623088798
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.

„გლობალურ დონეზე პანდემიის ტრაექტორიაში გამამხნევებელ ნიშნებს ვხედავთ. ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება, ხოლო სიკვდილიანობის რიცხვი - ზედიზედ მეხუთე კვირა“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 172 630 637 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 718 683 ადამიანი გარდაიცვალა.