მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: მომავალ წელს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 70% აცრილი უნდა იყოს

ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას კოვიდვაქცინის 870 მილიონი დოზის გამოყოფის შესახებ
1625427845
COVID-19

მომავალ წელს ამ დროისთვის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 70% აცრილი უნდა იყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, სექტემბრის ბოლოსთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის, სულ მცირე, 10% აცრან. ეს დაიცავს ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკის ქვეშ მყოფ პირებს, ეფექტურად დაასრულებს პანდემიის ამ მწვავე ეტაპს და უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - აცხადებს ტედროს ადანომ გებრეისუსი.

მისი თქმით, თქმით, მომავალ წელს ამ დროისთვის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 70% აცრილი უნდა იყოს.