მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსის 35 ვაქცინას ადამიანებზე ცდიან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
1599762316
COVID-19

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 180 პოტენციური ვაქცინის კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადნომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 180-დან 35 ვაქცინას უკვე ადამიანებზე ცდიან.

„ამ დროისთვის დადგენილია, რომ ყველაზე ეფექტური საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ „დექსამეტაზონი“ აღმოჩნდა, ხოლო სხვა მედიკამენტები ამ დრომდე კვლევების პროცესშია. აგრეთვე უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 180 ვაქცინის კვლევა მიმდინარეობს, რომელთა შორის 35-ს უკვე ადამიანებზე ცდიან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო წლებში მედიცინამ და ტექნოლოგიებმა განვითარების უპრეცენდენტოდ მაღალ დონეს მიაღწიეს“, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინის შექმნა დროს მოითხოვს და მისი დამტკიცება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგებით დასრულდება ცდები ადამიანებზე.

ინფორმაციისთვის, ბრიტანულმა კომპანია AstraZeneca-მ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის კვლევა მესამე ფაზაზე შეაჩერა. მიზეზი ცდებში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინფიცირება გახდა.