მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: პანდემიის მეორე ტალღა ევროპაში სექტემბერში დაიწყება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლოგო
1591281300
COVID-19

"კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა შესაძლოა სექტემბერში დაიწყოს. ამისათვის მომზადება აუცილებელია", - ამის შესახებ ევროპაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.

მისი თქმით, ზაფხულში კოვოდინფიცირების შემთხვევების კლება პანდემიის დასასრულად არ უნდა იქნას განხილული, რადგან მეორე ტალღა დაიწყება სექტემბერში, როცა ასევე სეზონური გრიპია მოსალოდნელი.

"ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ თუ ახლა ვითარება გაუმჯობესდება, ეს არ არის ზეიმის დრო, არამედ ეს არის დრო ახალი ტალღის მომზადებისთვის",-აღნიშნა ჰანს კლიუგემ.

მსოფლიოს მასშტაბით ინფექციონისტები უკვე თანხმდებიან იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დიდი საფრთხე არსებობს და ამისთვის ქვეყნები კიდევ უფრო სეიოზულად უნდა მოემზადონ.