COVID-19

ჯანმო: რემდესივირი პაციენტის გადარჩენის შანსებს არ ზრდის

კორონავირუსი რუსეთში
15:42 16.10
დაკოპირებულია

ანტივირუსული პრეპარატი რემდესივირი პაციენტის გადარჩენის შანსს არ ზრდის, ან ზრდის, მაგრამ ძალზე მცირედ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კლინიკური კვლევების დროს ჯანმომ გამოსცადა ოთხი პრეპარატი - რემდესივირი, რომლითაც ვირუს ებოლას მკურნალობის დროს იყენებდნენ, ასევე მალარიის საწინააღმდეგო საშუალება ჰიდროქსიქლორინი, ინტერფერონი და ასევე ლოპონავირის და რიტონავირის კომბინაცია. ტესტირება 1 266 პაციენტზე, მსოფლიოს 30 ქვეყანაში მოხდა.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი საშუალება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიკვდილიანობის სტატისტიკაზე და საავადმყოფოში მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

ჯანმოს ბოლო კვლევა ამ ორგანიზაციის წინა კვლევას ეწინააღმდეგება, როდესაც დაადგინა, რომ რემდისივირი ხუთი დღით ამცირებს გამოჯანმრთელების ვადას.

რემდისივირი არის პრეპარატი, რომლის გამოყენების უფლება აშშ-ის შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანომ გასცა. ამის შემდეგ ეს პრეპარატი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აქტიურად გამოიყენებოდა. რემდისივირი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალობის დროსაც გამოიყენებოდა, როდესაც ის ცოტა ხნის წინ კორონავირუსით დაავადდა.

რემდისივირის მწარმოებელი კომპანია Gilead ჯანმოს კვლევების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ აუცილებელია დამატებითი ექსპერიმენტების ჩატარება, მით უმეტეს, რომ წინა კვლევებმა სხვა შედეგი აჩვენა.

ჯანმოს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ახლა ძირითადი ყურადღება ანტისხეულებით მკურნალობაზე გამახვილდება. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, შვედეთში და დიდ ბრიტანეთში ამჟამად კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
25 ოქტომბერს, ღამის 23:00სთ-დან 26 ოქტომბრის დილის 07:00 სთ-მდე გლდანის რაიონში, ხერგიანის ქუჩაზე ჯო...
43 წუთის წინ
ზუგდიდში ეზოების კეთილმწოყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშოების მიმდინარეობას თამარ მეფის ქუჩაზე...
45 წუთის წინ
ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადე...
51 წუთის წინ
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპ...
17:11
ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას დაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! -...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარუ...
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავ...
თენგიზ ზენაიშვილი: ეს სახლი არის ჩემი პი...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკი...
ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური...