მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო-ს დირექტორი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანმოს ხელმძღვანელი
1604298524
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში იმყოფება. მას კორონავრიუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

ამის შესახებ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

„კარგად ვარ და სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ უახლოეს დღეებში თვითიზოლაციაში ვიქნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის შესაბამისად და ვიმუშავებ სახლიდან.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვიცავდეთ რეკომენდაციებს. ასე დავარღვევთ COVID 19-ის გადაცემის ჯაჭვებს, ჩავახშობთ ვირუსს და დავიცავთ ჯანდაცვის სისტემებს“, – წერს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 46 824 697 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 1 205 327 ადამიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება

👉 აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდ

👉 უახლესი ამბები კორონავირუსის შესახებ - განახლებადი სტატისტიკა