მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: წინა კვირასთან შედარებით ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვი 43%-ით გაიზარდა

გამოჯანმრთელებული პაციენტი
1604587277
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 22%-ით, ხოლო კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვი კი 43%-ით გაიზარდა.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.