მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმოს განცხადების მიხედვით, სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

განცხადებას ავრცელებს
1624039320
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს.

„სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე,10%-ის ვაქცინაცია, წლის ბოლოსთვის, სულ მცირე, 40%-ის, ხოლო შემდეგი წლის მეორე ნახევრისთვის 70%-ის ვაქცინაცია, ჩვენი გლობალური მიზანია.

ეს ის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც ერთად უნდა მივაღწიოთ, რათა პანდემია დასრულდეს“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 178 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 162 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 მილიონზე მეტია (3,858,001)

იხილეთ აგრეთვე:

✅ჯანმო: ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება

✅ჯანმო-ს დირექტორი: პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია