მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერ არ დამდგარა ის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია პირბადე მოვიხსნათ“ - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე
1621425779
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მას ძალიან ენატრება ის დრო, როდესაც მეგობრებთან ერთად შეძლებს ყოფნას. თუმცა ამჟამად მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ პირბადე ეკეთოთ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს ძველებურად ცხოვრება, უნდა მოხდეს მასობრივი ვაქცინაცია.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ერთხელ აცრილი ვარ ვაქცინით, მაქსიმალურად ვცდილობ დავიცვა რეგულაცია სამსახურში, ყველა იმ სივრცეში და ჩემს კაბინეტშიც კი.

დღის განმავლობაში ბევრი ადამიანი შემოდის ჩემთან და პრაქტიკულად სულ პირბადით ვარ სამსახურში. აქედან გამომდინარე, ჯერ არ დამდგარა სამწუხაროდ ის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად პირბადე მოვიხსნათ, იმედი მაქვს, რომ როდესაც ჩვენს გარშემო ყველა აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით, ჩვენ შევძლებთ პირბადის გარეშე ყოფნას.

ძალიან მენატრება ის დრო, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად შემეძლება დაჯდომა, საუბარი როცა ჩვენ ყველა ვაქცინირებულები ვიქნებით და იმის შიში არ გვექნება, რომ ერთმანეთს ვირუსს გადავდებთ“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, 19 მაისის მონაცემებით, ჯამურად 97 153 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 15 513 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1302 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 333601-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 313651 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 4,11%, ბოლო 14 დღის - 4,58%, ბოლო 7 დღის - 3,81%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅20 მაისს 12:00 საათიდან „სინოფარმის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყება

✅„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაციას კი მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 848 ადამიანი აიცრა