მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს

შეერთებული შტატები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს
1622828247
COVID-19

პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში ვიზიტის დროს, 3 ივნისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გამოუყოს.