მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯო ბაიდენის ინიციატივით ვაქცინირებულ პირებს 100 აშშ დოლარს გადაუხდიან

ჯო ბაიდენი
1627626747
COVID-19

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აქვს კონკრეტული გეგმები, რომელიც ეყრდნობა მომავლის გამოწვევებს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ცვლილებას სთავაზობს. მან ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ახალ ეტაპს ქვეყნის Covid 19-ის ვაქცინაციის პროგრამაში - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საზოგადოებას მოეთხოვება კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ჩატარება წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ რეგულარული ტესტირების ჩატარება, პირბადეების ტარება სადაც არ უნდა მუშაობდნენ, სოციალურ დისტანციის დაცვა და ხელი შეეშლებათ მოგზაურობაში.

ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს, წახალისების მიზნით, 100 აშშ დოლარი გადაუხადონ.

„თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა, რადგანაც არავაქცინირებულ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ.
ამერიკელებს შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი არჩევანი - მაგრამ თუ მათ სურთ ისწავლონ ან იმუშაონ გარკვეულ დაწესებულებებში, უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა შეამცირონ ვირუსის გავრცელების რისკი.

მოვუწოდებ ყველა შტატსა და ადგილობრივ მთავრობებს, გამოიყენონ დაფინანსება, რომელიც მიიღეს, იმისთვის, რომ გადაუხადონ 100 დოლარი ყველას, ვინც სრულად აიცრება. ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ.

ყველას გვსურს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანები სრულად ვაქცინირებული არიან, ამის სწრაფად და წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური განცხადება და ეს ინიციატივა ემსახურება საკუთარი თავისა და სხვების დაცვას პანდემიისაგან.