მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯობია ის ვაქცინები ავითვისოთ, რაც გვაქვს“ - კულუმბეგოვი

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი
1617794177
COVID-19

ალერგოლოგ-იმულოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, უმჯობესია იმ ვაქცინების ათვისება მოხდეს, როგორიც არის ასტრაზენეკა და ფაიზერი. 

როგორც მედიასთან საუბარში კულუმბეგოვმა აღნიშნა, მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით ბუნებრივია ვიმსჯელეთ. გვესმის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები და ძალიან მყარი არგუმენტები, ეს საკითხი ნამდვილად არ არის გადაწყვეტილი.

ჩემი პოზიციაა, რომ ჯერ ჯობია არსებული ვაქცინები რაც გვაქვს ავითვისოთ, ეს იქნება ფაიზერი თუ ასტრაზენეკა. სინოფარმის მიმართ მოთხოვნა არის, მათ შორის მედიკოსების მხრიდან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არაჯანმრთელი ადამიანები ავცრათ, ვისაც დღეს სურვილი შეიძლება ჰქონდეს. თუ გვინდა, რომ ეპიდემიაზე გავლენა მოახდინოს ვაქცინაციამ, უნდა იყოს უნდა იყოს ის ადამიანები აცრილი, რომლებსაც აქვთ პოტენციური რისკი საავადმყოფოში მოხვდნენ.

ჯანმრთელი ადამიანების აცრა ეპიდემიის მესამე ტალღას ვერ აგვარიდებს. ამიტომ, ამ ტიპის ვაქცინები უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით უნდა შევთავაზოთ რისკის ჯგუფის ადამიანებს. ჯანმოს აღიარების გარეშე ჩემი აზრით ვაქცინა არ უნდა იყოს გამოყენებული“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

ამავე თემაზე:

✔️ „ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება“ - ტიკარაძე

✔️ „ყველანაირად ვეცდებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს გზა გავუმარტივოთ“- ეკატერინე ტიკარაძე

✔️ „ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მაგრამ ის გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან“- თენგიზ ცერცვაძე