მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯონსონი COVID-19-ზე: ერთად ყველა გამოწვევას დავამარცხებთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერი 2020
1585562976
COVID-19

თვითიზოლაციაში მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯოსნონმა ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, ბრიტანეთის პოლიტიკა კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში უცვლელია.

"ჩვენი პოლიტიკა კორონავირუსის წინააღმდეგ არ იცვლება, აუცილებელია დარჩეთ სახლში. მინდა მადლობა გადაუხადო მათ, ვინც მთავრობის რეკომენდაციებს ასრულებს. სახლში დარჩენით თქვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ. ერთად ყველა გამოწვევას დავამარცხებთ", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია. მანვე აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს მუშაობას.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით 700 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 34 ათასზე მეტი და გამოჯანმრთელებულია 154 ათასზე მეტი ადამიანი.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 19 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 1228 ადამიანი.