მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე თვითიზოლაციაში არ გადადის

კალძე მესტიაში
1603092598
COVID-19

თბილისის მერი კახა კალაძე თვითიზოლაციის საჭიროებას ვერ ხედავს.

თბილისის მერი რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში იმ ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც კოვიდინფიცირებული ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილიც იმყოფებოდა.

როგორც PIA.GE-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, კახა კალაძეს ლანჩხუთის მერთან კონტაქტი არ ჰქონია. ღონისძიება ღია სივრცეში ტარდებოდა, დისტანცია იყო დაცული და ყველას პირბადე ეკეთა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8338 გამოჯანმრთელებულია, 143 გარდაცვლილი.