მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში covid-19-ზე აღებული 158 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია

კორონავირუსის კვლევა
1590046461
COVID-19

კახეთში covid 19-ზე აღებული 158 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია, დღეის მდგომარეობით, არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. მიმდინარეობს მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც. კერძოდ კი სამედიცინო პერსონალის, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების და მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირებისა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალის, ასევე საბაჟოს თანამშრომლების კვლევა.

სულ კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3348 ნიმუში, აქედან 1122 მედპერსონალია, 1127 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, მათგან 193 კი შშმ პირია.

ცნობისთვის, თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე იმყოფება, საკარანტინო სივრცეებში კი 348 მოქალაქეა.