მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში კოვიდინფექცია 2 მცირეწლოვანს დაუდასტურდა

ლენჯერი, კორონა
1600501975
COVID-19

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ორივე მათგანი მცირეწლოვანია და მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში იგეგმება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დავძენთ, რომ კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღინისძიებების ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც ამ ეტაპზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 19 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.